ჩვენ დაგიცავთ თქვენს ინტერესებს საგადასახადო ორგანოების წინაშე, როგორც საგადასახადო შემოწმების, ისე საგადასახადო დავის ეტაპზე. შემოწმების პროცესში თქვენი სახელით ვიურთიერთებთ მაკონტროლებელ ორგანოებთან: ვამზადებთ და ვაწვდით მათ მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას, ვინარჩუნებთ უწყვეტ კომუნიკაციას და მათთან ერთად განვიხილავთ სადავო საკითხებს.
ამასთან, გვერდში დაგიდგებით საგადასახადო დავის წარმოების მთელ პროცესში: მოგიმზადებთ საჩივარს ყველა ინსტანციისთვის, გაგიწევთ წარმომადგენლობას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვისას და გავუფრთხილდებით თქვენს ინტერესებს.