მთავარ შინაარსზე გადასვლა

თქვენი წარმატების გასაღები სანდო ხელშია

IG GROUP არის რეგისტრირებული აუდიტორული ფირმა (SARAS-F-412837), რომელიც კომპანიებს სთავაზობს აუდიტორულ, საბუღალტრო, საგადასახადო, საკონსულტაციო და შეფასების მომსახურებას. კომპანია 2011 წლიდან საქმიანობს.

15+წელი ბაზარზე
9პროფესიონალი გუნდში

ჩვენი მისია

დღეს, როცა ტექნოლოგიები და საბიზნესო გარემო უსწრაფესი ტემპით იცვლება, კომპანიის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია დროის სწორ მართვასა და მთავარ საკითხებზე ფოკუსირებაზე.

სწორედ ამიტომ გჭირდებათ ფინანსური პარტნიორი, რომელიც დაგიზოგავთ დროსა და ენერგიას და გაგიმარტივებთ რთულ ფინანსურ ამოცანებს.

IG GROUP-ში ყოველი თანამშრომლობა იწყება კლიენტის საჭიროებების სიღრმისეული შესწავლით - რათა ჩვენი გადაწყვეტა ზუსტად თქვენს ბიზნესს მოერგოს.

ჩვენი ფასეულობები

  • მიზნებზე ფოკუსირება

    ვმუშაობთ თქვენი ბიზნესის მიზნების მისაღწევად და არა მხოლოდ ფორმალური მოთხოვნების შესასრულებლად.

  • სანდოობა

    კლიენტის ინფორმაცია მკაცრად კონფიდენციალურია, ხოლო ჩვენი დასკვნები დამოუკიდებელი და ობიექტურია.

  • პროფესიონალიზმი

    ვმოქმედებთ პროფესიული სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

    ვპასუხობთ ჩვენი სამუშაოს ხარისხსა და შესრულების ვადებზე.

  • სიახლეებთან ადაპტაციის უნარი

    მუდმივად ვადევნებთ თვალს საკანონმდებლო და ტექნოლოგიურ ცვლილებებს და დროულად ვაწვდით მათ კლიენტს.

  • გამოცდილება

    2011 წლიდან ვეხმარებით ვაჭრობის, მშენებლობის, წარმოების, მომსახურების, სოფლის მეურნეობის, ლოჯისტიკისა და ტელეკომუნიკაციების სფეროს კომპანიებს ფინანსური და საგადასახადო საკითხების მართვაში.

ჩვენი გუნდი

ჩვენი გუნდი აერთიანებს სერტიფიცირებულ აუდიტორებს, გამოცდილ ბუღალტრებსა და იურისტს. ასე თქვენი ბიზნესის ფინანსური, საგადასახადო და სამართლებრივი საკითხები ერთ სივრცეში წყდება.

  • SARAS-A-429918

    ირმა გოგალაძე

    მმართველი პარტნიორი, აუდიტორი

  • SARAS-A-607721

    მარიამ ნატროშვილი

    აუდიტის პარტნიორი, აუდიტორი

  • სალომე მჭედლიშვილი

    პროექტის ხელმძღვანელი

  • მარიამ სებისკვერაძე

    მთავარი ბუღალტერი

  • მაკა ჭაობაშვილი

    მთავარი ბუღალტერი

  • სალომე ფირცხელავა

    მთავარი ბუღალტერი

  • თემურ შაყულაშვილი

    მთავარი ბუღალტერი

  • სალომე ბაძგარაძე

    მთავარი ბუღალტერი

  • მაკა ტალაშვილი

    მთავარი იურისტი

პროფესიული დაზღვევა

IG GROUP-ის პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეულია. ეს კლიენტისთვის დამატებითი გარანტიაა, რომ ჩვენი მომსახურება სრული პასუხისმგებლობით სრულდება.

მზღვეველი: „ჯიპიაი ჰოლდინგი“

დამოუკიდებლობის პრინციპი

აუდიტორულ მომსახურებას ვახორციელებთ დამოუკიდებლობის მოთხოვნების მკაცრი დაცვით.

ფოკუსი ხვალინდელ დღეზე

გაგვიზიარეთ თქვენი ამოცანა. დაგიკავშირდებით და შემოგთავაზებთ თქვენს საჭიროებაზე მორგებულ გადაწყვეტას.