დეკლარაციების მომზადების აუთსორსინგი
საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და მათი კანონით დადგენილ ვადებში წარდგენა ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია.
გადასახადების გაანგარიშებისა და დეკლარაციის შევსებისას მრავალი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო. ოპერაციის შინაარსის არასწორმა კლასიფიკაციამ ან კანონის არასწორმა ინტერპრეტაციამ შესაძლოა ბიზნესს მნიშვნელოვანი ფინანსური და რეპუტაციული ზარალი მოუტანოს.
IG GROUP გთავაზობთ პროფესიონალი საგადასახადო გუნდის მხარდაჭერას დეკლარაციების მომზადების პროცესში, რაც მოიცავს ყოველთვიური ან/და ყოველწლიური გადასახადების გამოთვლას და დახმარებას დეკლარაციის წარდგენისას. გადასახადების აუთსორსინგი განსაკუთრებით მოსახერხებელია მსხვილი ბიზნესისთვის, სადაც ოპერაციების სიხშირე და მოცულობა ართულებს დეკლარაციისთვის საჭირო ინფორმაციის თავმოყრასა და ანალიზს.
რატომ საგადასახადო აუთსორსინგი?
IG GROUP-ში ჩვენი კვალიფიციური გუნდის ერთობლივი მუშაობა, მრავალფეროვანი ინდუსტრიული გამოცდილება, სამუშაო მეთოდოლოგია და მიდგომები საშუალებას გვაძლევს, არა მხოლოდ გამოთვლებში დაგეხმაროთ, არამედ თქვენი ბიზნეს მრჩევლებიც გავხდეთ. ჩვენი ექსპერტები დაგეხმარებიან საგადასახადო ვალდებულებების ოპტიმიზაციაში ისე, რომ კანონმდებლობასთან შესაბამისობაც შეინარჩუნოთ და ბიზნეს გადაწყვეტილებებიც მაქსიმალურად ეფექტიანად მიიღოთ.
გადასახადების აუთსორსინგი დაგეხმარებათ:
- დაზოგოთ თქვენი ფინანსური გუნდის რესურსები
- დარწმუნებული იყოთ წარდგენილი დეკლარაციის სიზუსტესა და სანდოობაში
- მინიმუმამდე დაიყვანოთ გადასახადებთან დაკავშირებული რისკები
- განახორციელოთ გადასახადების ოპტიმიზაცია
- მიიღოთ კვალიფიციური გუნდის მხარდაჭერა საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობისა და შემოწმების დროს
- ვირტუალური სამუშაო სივრცის მეშვეობით რეალურ დროში ავტომატურად მიიღოთ სრული საგადასახადო ინფორმაცია
რუტინული საქმის მოცულობიდან გამომდინარე, კომპანიის ფინანსური გუნდისგან ყველაფრის ცოდნის მოთხოვნა ყოველთვის რეალისტური არ არის. ამიტომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია ექსპერტულ საგადასახადო ცოდნაზე წვდომა, მით უმეტეს იმ საკითხებში, რომელთა გადაჭრა შიდა რესურსით შეუძლებელია ან ძალიან რთულია.