მთავარ შინაარსზე გადასვლა

საგადასახადო მომსახურება

საგადასახადო შესაბამისობა

საგადასახადო ანგარიშგების შემოწმება და რისკების აღმოფხვრა.

მომსახურების ფარგლებში ვიკვლევთ წარსული ან მიმდინარე (განსახილველი) პერიოდის სამეურნეო ოპერაციებს, რათა დავადგინოთ, რამდენად შეესაბამება კომპანიის საგადასახადო ანგარიშგება მოქმედ კანონმდებლობას. ამ მიზნით ვაანალიზებთ შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულ ოპერაციებს, საგადასახადო ვალდებულებებისა და მათთან დაკავშირებული რისკების გამოსავლენად.

კვლევის შედეგად IG GROUP გაწვდით ინფორმაციას გამოვლენილი ხარვეზების, არსებული საგადასახადო რისკებისა და მათი აღმოფხვრის გზების შესახებ. ამასთან, გაგიზიარებთ რეკომენდაციებს გადასახადების მაქსიმალურად ოპტიმალური და ეფექტიანი მართვისთვის.

გადასახადების აუთსორსინგი დაგეხმარებათ, თქვენი ბიზნესი შეფერხების გარეშე წარმართოთ, რადგან IG GROUP:

  • უზრუნველყოფს თქვენი საქმიანობის შესაბამისობას საგადასახადო კანონმდებლობასთან
  • მართავს თქვენ მიერ გადასახდელ გადასახადებს
  • ეფექტიანი საგადასახადო მიდგომებით აგებს თქვენი ინვესტიციების სტრუქტურას
  • ამუშავებს ოპტიმალურ საგადასახადო სტრატეგიას დაგეგმილი ოპერაციებისთვის
  • ზრუნავს იმაზე, რომ თქვენი საგადასახადო დაგეგმვა და ანგარიშგება გაუძლოს მარეგულირებელი ორგანოების დეტალურ შემოწმებას