ბიზნესის ოპერირებისას ხშირად ჩნდება საკითხები, რომლებიც ხელფასების აღრიცხვას, თანამშრომელთა რაოდენობის ოპტიმიზაციასა და შიდა კონფიდენციალურობას უკავშირდება. სახელფასო აღრიცხვის სერვისი დაგეხმარებათ, შეამციროთ რუტინულ საქმეებზე დახარჯული დრო და რესურსები სტრატეგიულ მიზნებზე გადაანაწილოთ.
სახელფასო აღრიცხვა რთული პროცესია: იგი მოითხოვს განსხვავებული კომპეტენციის სპეციალისტების ჩართულობას, დეტალებისადმი ყურადღებას, შრომითი კანონმდებლობის ზედმიწევნით ცოდნასა და საკანონმდებლო ცვლილებებზე სწრაფ რეაგირებას. სწორედ ეს გარდაუვალი გამოწვევები ზრდის შეცდომების დაშვების ალბათობასა და მასთან დაკავშირებულ რისკებს.
IG GROUP-ში თქვენს პროექტზე იმუშავებს გუნდი, რომლის თითოეულ წევრს აქვს საჭირო ცოდნა და გამოცდილება, რათა მაღალი ხარისხის მომსახურება მიიღოთ.
IG GROUP-ის სახელფასო აღრიცხვის სერვისი 8 ძირითად ფუნქციას მოიცავს:
- სახელფასო უწყისის მომზადება
- წლიური შვებულების აღრიცხვა და გაანგარიშება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
- სხვადასხვა სახის დანამატის (ბონუსი, ზეგანაკვეთური სამუშაო, კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და კვების ხარჯები და სხვა) გაანგარიშება და მასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაციის მომზადება
- მივლინების ხარჯების გაანგარიშება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება
- გადასახადების გაანგარიშება ნებისმიერი სახის განაცემზე
- საჭირო დეკლარაციების მომზადება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
- საბანკო გადარიცხვების განხორციელება მოთხოვნისამებრ
- HR პროცესებთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტაციის მომზადება