მთავარ შინაარსზე გადასვლა

ბიზნეს სერვისები და აუთსორსინგი

მთავარი ბუღალტრის ფუნქციის აუთსორსინგი

მთავარი ბუღალტრის მომსახურება აუთსორსით ან ადგილზე.

მთავარი ბუღალტრის ფუნქციის აუთსორსინგი, IG GROUP-ის პროფესიულ გამოცდილებასა და ადგილობრივ ექსპერტიზაზე დაყრდნობით, ბუღალტრული საქმიანობის წარმართვის ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს. ერთი მხრივ, ის გეხმარებათ საჭირო რესურსების დაზოგვასა და სწორად გადანაწილებაში, მეორე მხრივ კი გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, დაიზღვიოთ საბუღალტრო რისკები და უზრუნველყოთ ბიზნესის უწყვეტობა.

სერვისის ფარგლებში მთავარი ბუღალტრის მომსახურებას მიიღებთ როგორც აუთსორსის ფორმატით, ისე უშუალოდ კომპანიაში, ადგილზე. IG GROUP-ის გამოცდილი გუნდი სრულ მხარდაჭერას გაგიწევთ ფინანსურ და საგადასახადო საკითხებში.

სერვისი მოიცავს

  • მაღალკვალიფიციური მთავარი ბუღალტრის მომსახურებას
  • კომპანიაში არსებული საბუღალტრო გუნდის ზედამხედველობას
  • სამუშაო პროცესში ხარვეზების გამოვლენასა და პრობლემების ეფექტიან გადაჭრას
  • სააღრიცხვო პოლიტიკის განსაზღვრას
  • სააღრიცხვო სისტემის დანერგვას
  • კომპანიის სახელით მესამე მხარეებთან ურთიერთობის ეფექტიან წარმართვას

დამატებით, IG GROUP-ის გუნდი გთავაზობთ:

  • გასული სააღრიცხვო პერიოდის აღდგენას ან შემოწმებას და, საჭიროების შემთხვევაში, კორექტირებას
  • ახალი სააღრიცხვო სისტემის დანერგვას
  • მონაცემთა მიგრაციის პროცესის ოპტიმიზაციას

5 მიზეზი, რატომ გამოირჩევა IG GROUP-ის მთავარი ბუღალტრის ფუნქციის აუთსორსინგი:

  1. საერთაშორისო სტანდარტები და ლოკალური ექსპერტიზა
  2. სტრუქტურირებული სამუშაო პროცესი და უწყვეტი კონტროლის ეფექტიანი მექანიზმები
  3. მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდი
  4. პასუხისმგებლობის დაზღვევა
  5. საკანონმდებლო სიახლეებზე ზუსტი, დროული და უწყვეტი ინფორმაციის წვდომა