IG GROUP-ის ფინანსური მენეჯერის ფუნქცია კლიენტებს ეხმარება, ფინანსური ინფორმაცია სტრატეგიულ რესურსად აქციონ და ამით ბიზნესს რეალური ღირებულება შესძინონ. ჩვენ გეხმარებით მონაცემების დამუშავებაში, რაც უკეთეს დაგეგმვას, რესურსების ეფექტიან მართვასა და პროგნოზებზე დაფუძნებულ, პროაქტიულ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს.
მრავალი ინდუსტრიის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ბიზნესს ვთავაზობთ ყოვლისმომცველ საკონსულტაციო მხარდაჭერას: სტრატეგიის განსაზღვრიდან ეფექტიანობის ოპტიმიზაციამდე და მდგრადი ზრდის ხელშეწყობამდე.
IG GROUP-ის ფინანსური მენეჯერის ფუნქცია მოიცავს:
- დაგეგმვა და ბიუჯეტირება
- ფინანსური რეპორტინგი
- მონაცემთა ანალიზი და კონსულტაცია
- მესამე პირებთან კომუნიკაცია კლიენტის სახელით
- საათობრივი საკონსულტაციო სერვისები
- კვალიფიციური პერსონალით უზრუნველყოფა
ასევე გთავაზობთ ერთჯერად მომსახურებებს:
- ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია
- სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება
- ბიზნეს დიაგნოსტიკა
- ფინანსური ანგარიშგების მომზადება
ცვალებად გარემოში ბიზნესის სტაბილურობასა და გრძელვადიან წარმატებას განაპირობებს ფინანსური რესურსების ოპტიმალური მართვა, რისკების დროული გამოვლენა და ეფექტიანი მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღება.