ჩვენ დავიცავთ თქვენს ინტერესებს საგადასახადო ორგანოების წინაშე, როგორც საგადასახადო შემოწმების, ისე საგადასახადო დავის ეტაპზე. შემოწმების პროცესში ჩვენ ვიქნებით თქვენი წარმომადგენელი მაკონტროლებელ ორგანოებთან: ვამზადებთ და ვაწვდით მათ მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას, ვინარჩუნებთ უწყვეტ კომუნიკაციას და მათთან ერთად განვიხილავთ სადავო საკითხებს.
ამასთან, ვუზრუნველყოფთ წარმომადგენლობას საგადასახადო დავის წარმოების მთელ პროცესში: მოგიმზადებთ საჩივარს ყველა ინსტანციისთვის, გაგიწევთ წარმომადგენლობას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვისას და დავიცავთ თქვენს ინტერესებს.