მთავარ შინაარსზე გადასვლა

დავები

სასამართლო დავებში მხარდაჭერა

ზარალის გაანგარიშება, კომერციული დავები, ფინანსური ექსპერტიზა.

გარე ან შიდა ფაქტორებით გამოწვეულმა შემთხვევებმა კომპანიას შესაძლოა ფინანსური ზიანი მიაყენოს. ასეთ დროს საჭირო ხდება ფინანსური დანაკარგის გაანგარიშება და კომპენსაციის მისაღებად სასამართლოში დავის დაწყება.

სერვისი მოიცავს

  • ყველა რელევანტური დოკუმენტაციისა და საბუღალტრო ინფორმაციის შესწავლას
  • საჭიროების შემთხვევაში, ფინანსური მოდელის აგებას პოტენციური შემოსავლისა და მოგების დასადგენად
  • ანგარიშში საბოლოო შედეგის (მიუღებელი მოგების) ან მოსარჩელის არგუმენტების გამაბათილებელი ანალიზის წარდგენას

კომერციული დავების გადაწყვეტა

ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ზარალისა და ფინანსური დანაკარგების განსაზღვრაში ბიზნესის ნებისმიერ სექტორსა და სხვადასხვა იურისდიქციაში.

ჩვენი სპეციალისტები სხვადასხვა მიმართულებით დაგროვილი ფართო გამოცდილებით გამოირჩევიან. მათ აქვთ სიღრმისეული ტექნიკური ცოდნა და უნარ-ჩვევები, რათა შემოგთავაზონ თქვენი პროცესების ექსპერტული ანალიზი და მტკიცებულებების სრულყოფილი შეფასება.

სერვისი მოიცავს

  • საწყისი ინფორმაციის მიმოხილვასა და ვალდებულებების წინასწარ ანალიზს
  • ზარალის გაანგარიშებას
  • დამოუკიდებელ მოსაზრებას სააღრიცხვო საკითხებზე
  • გადახდისუნარიანობის დადგენას
  • გადახდისუუნარობასთან დაკავშირებულ სასამართლო დავებში მონაწილეობას

თაღლითობა და ფინანსური ექსპერტიზა

როცა თქვენს ორგანიზაციას საფრთხე ემუქრება, სწრაფი მოქმედებაა საჭირო. IG GROUP-ის იურისტები დაგეხმარებიან თაღლითობასა და კორუფციასთან დაკავშირებულ ყველაზე მაღალრისკიან სიტუაციებში, სააღრიცხვო უზუსტობების გასწორებაში, სასამართლო დავების წარმართვაში, მონაცემთა აღდგენასა და შესაბამისობის ფართო სპექტრის საკითხებში.

სერვისი მოიცავს

  • თაღლითობის რისკის დადგენას
  • აქტივების დანაკლისის დადგენას
  • ზარალის გამოთვლას
  • სპეციალიზებულ კონსულტაციას აღმასრულებელი საბჭოსთვის
  • გარიგებებთან დაკავშირებულ მომსახურებას