საგადასახადო აუდიტი ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის მდგომარეობის შემოწმება, რომლის შედეგად ხდება საწარმოების საგადასახადო რისკების შეფასება და მათი მინიმუმამდე დაყვანა. აუდიტის პროცესში მოწმდება ყველა სახეობის გადასახადის საგადასახადო ბაზა, ტარდება საგადასახადო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების აუდიტი, როგორც კომპლექსური, ასევე ცალკეული გადასახადების მიმართ:
ექსპრეს აუდიტი
აუდიტის ეს სახეობა იმით გამოირჩევა, რომ როგორც წესი, ნაკლები ყურადღება ექცევა პირველად დოკუმენტაციას და აქცენტი კეთდება მთლიანად საწარმოს შეფასებაზე. ამავე დროს, მოწმდება საწარმოს ძირითადი ასპექტები, საგადასახადო და ბუღალტრულ აღრიცხვაში გამოყენებული ალგორითმები. ექსპრეს აუდიტი განსაკუთრებით ეფექტურია წლიური ბალანსის მომზადების, ჩაბარების და საგადასახადო შემოწმების წინა პერიოდში. იგი
საწარმოში რეალური ფინანსური მდგომარეობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა და ასევე, ამცირებს საგადასახადო რისკის ალბათობასაც.
ფინანსური ანგარიშგების აუდიტი აღნიშნული აუდიტის საშუალებით დგინდება კომპანიის ფინანასური
ანგარიშგების შესაბამისობა ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან. იგი მოიცავს კომპანიის ფინანსური მდგომარეობის (ბალანსის), საქმიანობის შედეგების (მოგება-ზარალის), ფულადი სახსრების მოძრაობის (ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისის) და საკუთარ კაპიტალში
ცვლილებების შესახებ ანგარიშგების აუდიტს.
საბუღალტრო აღრიცხვის დისტანციური წარმოებას ვთავაზობთ კომპანიებს, რომელთაც ადგილზე არ ესაჭიროებათ ბუღალტერი. მომსახურებას ვახორციელებთ დამკვეთისაგან პირველადი დოკუმენტაციისა და საბუღალტრო
ინფორმაციის წამოღების და შემდგომ, საბუღალტრო პროგრამაში დამუშავების
გზით.
საბუღალტრო აღრიცხვის წარმოებას ადგილზე ვთავაზობთ იმ კომპანიებს,
რომელთაც მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია
ადგილზე ჰქონდეთ საბუღალტრო აღრიცხვის სამსახური. ყოველთვიურად ჩვენი
ფირმის სარევიზიო ჯგუფი გადაამოწმებს ბუღალტრის მიერ გაწეულ
საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვის სიზუსტეს და უტყუარობას.
ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა ესაჭიროებათ კომპანიებს რომელთაც არ აქვთ
ნაწარმოები საბუღალტრო აღრიცხვა, ან ეჭვი აქვთ, რომ ორგანიზაციაში
საბუღალტრო აღრიცხვის ხარისხი დაბალია ვთავაზობთ საბუღალტრო აღრიცხვის
აღდგენას საქმიანობის საწყისი პერიოდიდან.
ბუღალტრული აღრიცხვის სტრუქტურის შექმნას ვთავაზობთ კომპანიებს
რომელთაც ესაჭიროებათ აღრიცხვის ეფექტური და მოხერხებული სტრუქტურა,
საბუღალტრო აღრიცხვის პოლიტიკის შემუშავება.
დამკვეთს ვთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას:
კონსულტაციები საგადასახადო საკითხებზე;
კლიენტის ინტერესების დაცვა მესამე პირების წინაშე;
გადასახადების ოპტიმიზაცია;
კლიენტის მიზნებისთვის შესაბამისი საგადასახადო და სამართლებრივი სქემების
შექმნა;
კონსულტირება ინტერნეტის ქსელის გამოყენებით საგადასახადო, საბუღალტრო
და ბიზნეს-სამართლის საკითხებზე.
მიწის ნაკვეთის შეფასება.
შენობა-ნაგებობების შეფასება.
დაუმთავრებელი მშენებლობის შეფასება.
საიჯარო ქირის შეფასება.
საწარმოო მანქანა-დანადგარები
სატრანსპორტო საშუალებები
არამატერიალური/ინტელექტუალური აქტივები
სხვა აქტივები
ჩვენი კომპანიის ამ საკითხში გამოცდილი
სპეციალისტი ირმა გოგალაძე მზად არის დაიცვს თქვენი ინტერესები სახელმწიფო
მაკონტროლებელ ორგანოებთან დავის დროს. ინტერესების დაცვაში იგულისხმება:
საგადასახადო და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან წარმოქმნილ დავებში
მონაწილეობა;
სახელმწიფო ორგანოების, მათ შორის საგადასახადო ორგანოების ქმედებების
სამართლებრივი ექსპერტიზა;
კონსულტაციები საგადასახადო შემოწმებების მიმდინარეობისას და
საგადასახადო ორგანოების ქმედებების სამართლებრივი შეფასება;
ინტერესების წარდგენა და დაცვა ფინანსთა სამინისტროს ყველა ინსტანციაში;
საჩივრების და საჭირო საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება; მომსახურების ფასი დამოკიდებული იქნება:
კომპანიის საქმიანობის სფეროზე;
პირველადი დოკუმენტების და შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა-
სირთულეზე;
ბუღალტერიის ავტომატიზაციის დონეზე.
საწარმოო მანქანა-დანადგარები სატრანსპორტო საშუალებები არამატერიალური/
დამკვეთს ვთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას: კონსულტაციები საგადასახადო საკითხებზე;